შემთხვევა
ირანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ირანში ქალაქ დამავანდთან ახლოს, თეირანიდან დაახლოებით 55 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 00:48 საათზე 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყდნობით მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მიწისძვრას სულ მცირე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 7 მოქალაქე, მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თეირანსა და ახლომდებარე ქალაქებში იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ვულკანური მთა დამავანდის სამხრეთით დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 23 თებერვალს თურქეთ-ირანის საზღვართან ახლოს მომხდარ 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

Print