ავტორი: გიორგი თოლორდავა
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ტექნოლოგია,
რომელმაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შეცვალა, უდავოდ, ინტერნეტია.
ელექტრო მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირებამ ტერიტორიული სიშორე
და ფიზიკური ბარიერები უბრალოდ წაშალა, დედამიწის ყველაზე მეტად
დაშორებული წერტილებს შორის საზღვრები კი გაქრა.
ინტერნეტის გადაცემის რამდენიმე მეთოდი არსებობს და ყოველ მათგანს
თავისი უპირატესობები აქვს. მაგალითად: საკაბელო ინტერნეტი
მონაცემების ყველაზე სწრაფად და დაცულად გადაცემის მეთოდია, რომელსაც
კერძო პირებიც და კომპანიებიც აქტიურად იყენებენ. პოპულარობით პირველ
ადგილზე მობილური ინტერნეტია, რომელიც განსაკუთრებული მოქნილობით
გამოირჩევა, თუმცა სისწრაფესთან და დაყოვნებასთან დაკავშირებით მას
გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე
კომპანიები აქტიურად მუშაობენ. ამჟამად 5G-ის ეპოქაში ვართ, თუმცა
მეექვსე თაობის ინტერნეტის განვითარების პროცესი უკვე დაწყებულია და
რამდენიმე წელიწადში ბაზარზე 6G-იც გამოჩნდება.
შენობებსა და დახურულ სივრცეებში ინტერნეტის განაწილების ყველაზე
გავრცელებული მეთოდი უკაბელო ტექნოლოგია, იგივე Wi-Fi-ია, რომელიც
მობილური ინტერნეტის მსგავსად, რადიო ტალღებს იყენებს. დღეისათვის
ინტერნეტის გაზიარების კუთხით Wi-Fi ყველაზე დომინანტი ტექნოლოგიაა,
რომელსაც იყენებენ როგორც კერძო სახლებში, ასევე პენტაგონსა და
ნასაში.
მიუხედავად Wi-Fi-ს ასეთი დომინაციისა, ტექნოლოგიური პროგრესი არ
ჩერდება და მეცნიერები და ინოვატორები ინტერნეტის გადაცემის
ალტერნატიული მეთოდების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ. ასეთ ინოვაციებს
შორის ყველაზე გამორჩეული Li-Fi-ია - ტექნოლოგია, რომელიც ინტერნეტის
გადასაცემად არა რადიოტალღებს, არამედ სინათლის სხივებს იყენებს.
Li-Fi-ს იდეა სათავეს ჯერ კიდევ 1880-იანი წლებიდან იღებს, თუმცა მისი
პირველი მუშა პროტოტიპი ბაზარზე ათი წლის წინ გამოჩნდა. Li-Fi
ტექნოლოგია მონაცემების გადასაცემად LED ნათურებს იყენებს, თავად
ინფორმაციის გადაცემა კი ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტრის
დახმარებით ხდება, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით
შეუძლებელია.
Li-Fi-ის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: შენობაში საკაბელო
ქსელით მიღებულ ინტერნეტს Li-Fi-ს მოდემი სპეციალურ LED ნათურებზე
ანაწილებს. ის მოწყობილობა, რომელიც ამ განათების ქვეშ მოექცევა,
სინათლის მეშვეობით ინტერნეტით დასხივდება, ამ ინტერნეტის მისაღებად
კი მობილური ტელეფონი თუ ლეპტოპი სპეციალური სენსორით ან გადამყვანით
უნდა იყოს აღჭურვილი.
ინტერნეტის გადაცემის პროცესში Li-Fi-ს გამოყენებას რამდენიმე
უპირატესობა აქვს, პირველ რიგში, Li-Fi-ს