7 აგვისტო გლოვის დღეა - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები
დაეშვა.
2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი
სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის
დღედ გამოცხადდა.
ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიამ 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გრძელდება სამძებრო ოპერაცია დაკარგული 17 ადამიანის მოსაძებნად.