იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში
მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის
მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი
რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური
დაზიანებები მიეყენებინა
ამასთან დაკავშრებით ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში
კომენტარს ავცელებს:
ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა
თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ
ამ შინაარსიდან გამომდინარე, სახიფათოა მისი გავრცელება, რადგან
თვითდაზიანების "ინსტრუქციაა".
კიდევ უფრო შემზარავია ის ფაქტი, რომ ბავშვის მშობელს დასჭირდა ასე
მოქცეულიყო, რადგან, როგორც ჩანს, დიდი ხანია გრძელდება კონკრეტული
პირის დევნა, შევიწროება და ამაზე სკოლა არ რეაგირებს. იმედი მაქვს,
როცა ამ ტექსტს ვწერ, შსს - ს, განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური
დახმარების ცენტრს, სკოლის ადმინისტრაციას და სხვა უწყებებს, უკვე
დაწყებული აქვთ მოქმედება და ორივე ბავშვი საიმედო ხელშია. რისკის
შემცველია ის ამბავიც, რომ ვხედავ მცდელობას გაარკვიონ ვინაა და სადაა
ეს ბავშვი. ლამისაა ჩაქოლონ, აქვე. მესმის, შემზარავია, რასაც წერს,
გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით
წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა
(სავარაუდოდ თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს -
თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე
მუქარა მოაყოლა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს -
რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა
ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება
მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა
ამ პრობლემის პირისპირ
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
ტელეკომპანია ,,ბორჯომი'' წერილის შინაარს შეგნებულად არ
აქვეყნებს