გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით,
უკანონო თევზჭერის 82 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 5 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი
რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.