ახალი ამბები
"არ არის საჭირო სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელძე აცხადებს, რომ სოციალური დისტანცურება სრულად ჯერ კიდევ არ არის დაცული.

"სრულად კიდევ არ არის დაცული სოციალური დისტანცირების მოწოდებები. ლისის ტბაზე, კუს ტბაზე დარბიან კიდევ. 5-5 ,10-10 ადამიანი იკრიბება. არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები. თვენახევარი, ორი თვე გავიჭირვოთ სულ ყველამ. ვიყოთ იზოლირებულნი, განსაკუთებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე ახლა არ შემიძლია, თორემ სიამოვნებით” - განაცხადა გამყრელიძემ.

 

Print