ახალი ამბები
კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას სამედიცინო ცენტრის მენეჯერი მიხეილ ქამუშაძე ადასტურებს. მისი თქმით, გამოჯანმრთელებული ახალგაზრდა მამაკაცი პირველი პაციენტია, რომელიც ცენტრში მოხვდა.

მისი ინფორმაციით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი განაგრძობს მკურნალობას.
Print