ახალი ამბები
"2 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მის საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროგნოზი და გამოსავალზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

"თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, მათი მდგომარეობა არ შეცვლილა ჯერჯერობით, 4 პაციენტიდან 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა, ერთი პაციენტი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად, ასაკოვანი ქალბატონი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება. ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა დასტაბილურებულია, ამიტომ პროგნოზი და გამოსავალზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია“ - განაცხადა ეზუგბაიამ.
Print