ახალი ამბები
ბოლნისში კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ, 22 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ლალი ტურძელაძის განცხადებით , ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, ქალს ჩივილები არ აქვს და მას მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.

„პაციენტი მძიმე მდგომარეობაში არ არის. რამდენიმე წუთია, რაც შემოიყვანეს და ახლა გამოკითხვის და კვლევის პროცესში ვართ. ახალგაზრდა ქალია, 22 კვირის ორსულია, სწრაფი ტესტი გაუკეთდა და პასუხი დადებითია, სულ ეს ვიცი. ჩივილები არ აქვს, დაბალი ტემპერატურა - 37,2 აქვს. გუშინ რა მდგომარეობა ჰქონდა, არ ვიცი, ახლა ეს სიტუაციაა. ღრმად რომ გავერკვეთ ყველაფერში, ერთი საათი მაინც დაგვჭირდება“ - განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.
Print