ახალი ამბები
"დილის შემდეგ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა" - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული. მისივე ინფორმაციით, ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური, მისი კვლევები გაგრძელდება და მისი პროგნოზული მდგომარეობა 48 საათიანი კვლევების დინამიკით შეფასდება.

„დილის შემდეგ გაიზარდა ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა, დილით იყო 66 და ამ დროისთვის არის 70 პაციენტი. აქედან 1 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული და 3 სხვა კლინიკაში. ჯამში ჩვენს კლინიკაში ამჟამად 33 პაციენტია. დაემატა ერთი პაციენტი, რომელმაც დატოვა კლინიკა და ამ ეტაპზე 9 გაწერილი პაციენტი გვყავს.

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ ფასდება როგორც პრობლემური პაციენტი, მისი კვლევები გაგრძელდება და 48 საათიანი კვლევების დინამიკით შევაფასებთ შემდგომში მის პროგნოზულ მდგომარეობას. ამჟამად უცვლელია და კვლავ მძიმეა 3 პაციენტის მდგომარეობა “ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი. ინფორმაციისთვის, 70 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.
Print