ახალი ამბები
ვინც ტექდათვალიერება ვერ გაიარა არ დაჯარიმდება
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ის მძღოლები, რომლებმაც სავალდებულო ტექინსპექტირება ვერ გაიარეს არ დაჯარიმდებიან. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს. საგანგებო მდგომარეობის გამო ტექინსპექტირების ცენტრებს მუშაობა არ შეუჩერებიათ და სერვისის პირობები არ შეუცვლით, თუმცა მძღოლების ნაწილი სათადარიგო ნაწილებს ვერ შოულობს და ამის გამო ტექინსპექტირების გავლას ვერ ახერხებს. „ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს გადავადებულია. ასე, რომ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს საგანგებო ვითარების პირობებში იმოქმედებს“- განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, “ჭკვიანი კამერები” აჯარიმებენ იმ ავტომობილების მძღოლებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიულისთვის კი – 200 ლარი.
Print