covid-19
125 პირი თვითიზოლაციაში, 31 კარანტინში - ვითარება ახალციხეში

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 125 ადამიანი იმყოფება.


როგორც ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ფატი ხაბულიანი განმარტავს,  თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი 125-მდე გაიზარდა, ხოლო ახალციხის საკარანტინე ზონაში 31 ადამიანი იმყოფება.

საკარანტინე ზონაში ნინოწმინდის საბაჟოდან საქართველოში შემოსული მოქალაქეები შემოიყვანეს. საზღვარგარეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში შემოსულ მოქალაქეებს მედიკოსები აკვირდებიან. პროცესს მეთვალყურეობას ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უწევს.
რაც შეეხება ვითარებას ქალაქში,ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი"  სოციალური ქსელის მომხმარებლის ფოტოებს ავრცელებს.








 

Print