საზოგადოება
დღეს 12 საათზე წმინდა სინოდი სხდომას გამართავს
წმინდა სინოდი ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
"სხდომაზე ზოგადად ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას განიხილავენ", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა ეკლესია რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის ზიარების წესთან დაკავშირებით.
წმინდა სინოდის სხდომა დღეს, 20 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

Print