ახალი ამბები
ბორჯომში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს - ფოტორეპორტაჟი
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის მეუფე ლაზარეს ლოცვა-კურთხევით დღეს, 18 მარტს, ბორჯომში, ქალაქის ქუჩები იკურთხა. სასულიერო პირებმა სტიქაროსნებთან ერთად, საკათედრო ტაძრიდან დაიწყეს მსვლელობა და შემოიარეს ქალაქის ცენტრალური ნაწილი და ბორჯომის უბნები. ქალაქის კურთხევის პროცესში ეპარქიის 10 მოძღვარი იღებდა მონაწილეობას.













კორონავირუსის გამო, საქართველოს მასშტაბით, სასულიერო პირების მიერ მიმდინარეობს სხვადასხვა ქალაქის კურთხევა. 


Print