ახალი ამბები
ბორჯომში, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში დღეიდან დეზინფექცია დაიწყო. სამუშაოები ჩატარდა ქალაქის მასშტაბით 11 ეკლესია-მონასტერში. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ყველა ტაძარში დასრულდება სადეზინფექციო სამუშაოები.

"ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის მეუფე ლაზარეს ლოცვა-კურთხევით, დღეს ჩატარდა 11 ტაძარში დეზინფექცია. 2-3 დღეში სულ დასრულდება სამუშაოები. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში სულ 46 ეკლესია-მონასტერია" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა დიმიტრიმ.
Print