საზოგადოება
ბორჯომის ერთ-ერთი სოფლიდან მოქალაქეს გორის ჰოსპიტალში აკვირდებიან
ბორჯომის ერთ-ერთი სოფლიდან მოქალაქე წუხელ, გვიან ღამით გორის ჰოსპიტალში გადაიყვანს. იგი საქართველოში სავარაუდოდ იტალიიდან, გერმანიის გავლით, მარტის დასაწყისში ჩამოვიდა. როგორც თანასოფლელები ამბობენ, მისივე თქმით საზღვარზე შემოწმების შემდეგ ტემპერატურა არ დაუფიქსირდა. ამ დრომდე მოქალაქე სოფელში იმყოფებოდა და ჩვეულებრივად კონტაქტობდა თანასოფლელებთან.

ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვიდასტურებენ, რომ მოქალაქე დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„ამ ეტაპზე მას ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს.“ -ამბობს ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა რატიანი.

საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, ბორჯომის კიდევ ერთი მცხოვრები.

ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ მეორე მოქალაქესაც ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს, მას თვითიზოლაციის პირობები არ ჰქონდა და საკარანტინო ზონაში ამის გამო გადაიყვანეს.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, რეგიონში თვითიზოლაციაში სულ 36 პირი იმყოფება.

ბორჯომში - 8, ახალციხეში -18, ასპინძაში - 4, ნინოწმინდაში - 4, ადიგენში კი 2 პირი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის თქმით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ პირებს თვითიზოლაციის წესები არ დაურღვევიათ.


Print