საზოგადოება
საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავენ
როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მათქვამი, გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებობს მგზავრების მჭიდრო კონტაქტის რისკი, საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები- საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ურბანული ლაბორატორია, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია და ჰაბ ჯორჯია მოქალაქეებს მოუწოდებენ მაქსიმალურად შეზღუდონ ქუჩაში გადაადგილება, რათა თავიდან აირიდონ სხვა პირებთან მჭიდრო კონტაქტი,
გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებობს მგზავრების მჭიდრო კონტაქტის რისკი, დისტანციის დაუცველობა და დაინფიცირების აქტიური შესაძლებლობა, აქედან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ტაქსით თუ კერძო ავტომობილით სარგებლობისას გათვალისწინებული იქნას შემდეგი წესების დაცვა:
1. ავტობუსში, მეტროში, მიკროავტობუსში დროებით შეიზღუდოს ჭარბი მგზავრთა ნაკადის გადაადგილება, მათ შორის მოხდეს მძღოლის და მგზავრების შეძლებისდაგვარად იზოლირება.
2. მგზავრთა აუდიო გაფრთხილება ტრანსპორტში ქცევის წესების შესახებ.
3. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ტაქსებში მგზავრთა გადაყვანა განხორციელდეს მხოლოდ უკანა კარიდან.
4. დროებით შეწყდეს ავტობუსებში მგზავრთა გაბილეთიანების მონიტორინგის სამსახურის მუშაობა.
5. მიუხედავად მგზავრთა ნაკადის კლებისა, არ შემცირდეს მეტროში მოძრავი შემადგენლობების რაოდენობდა და არ გაიზარდოს მოძრაობის ინტერვალი (ლოდინის დრო), რათა ვაგონებში დავიცვათ სიხალვათე.
6. მოხდეს ტაქსების შიდა სალონის (სახელურები, საჭე, სავარძლების ) დეზინფექცია.
7. საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ტაქსის მძღოლებმა და მგზავრებმა გამოიყენონ პირბადე.
8. პირბადითა და სადეზინფექციო სითხეებით მძღოლების უზრუნველყოფა სასურველია მოახდინოს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და სატრანსპორტო კომპანიებმა



Print