საზოგადოება
ბანკები სესხების შენატანზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდს აწესებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით თიბისი და ლიბერთი ბანკმა მიიღეს გადაწყვეტილება, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შესთავაზოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.

"თიბისის" გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ,,დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი გამოწვევა არის კორონავირუსი, მთავრობასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ყველას შევთავაზოთ პროცენტზე და ძირზე 3-თვიანი არგადახდა. რა თქმა უნდა, ყველას ვისაც სურვილი ექნება, რომ გააგრძელოს გადახდა, მათ ამის საშუალება ექნებათ. მსესხებლებს კონკრეტულ ინსტრუქციებს ორშაბათიდან მივაწვდით".
ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, "ლიბერთი ბანკმა", მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შესთავაზოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი. დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც (პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული) და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ბანკი ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწოდებს ინდივიდუალურად.

 

Print