ახალი ამბები
"ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის"- კარლ ჰარცელი
"ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის" - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. აღნიშნული განცხადება მან აშშ- ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"მას შემდეგ, რაც კითხვებს სვამდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან მსიამოვნებს აღვნიშნო, რომ წარმატებული შედეგი გვაქვს, მივაღწიეთ შეთანხმებას, ყველა მონაწილემ მიაღწია შეთანხმებას, რაც ასახულია ჩვენს განცხადებაში, რომელიც უკვე ჩვენს ვებ- საიტზე დევს. ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ ყველას მივულოცო ის, რომ შეთანხმება, კომპრომისი არის მიღწეული. ეს არის დიდი სიკეთე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, საქართველოსთვის, რომ მოხდა დეპოლარიზაცია ამ სიტუაციის მომავალი არჩევნების კონტექსტში"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
Print