ახალი ამბები
"მიმდინარეობს 5 ინფიცირებულ ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი ადამიანების წრე გაიზრდება. „გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით დადასტურებულია, დაახლოებით 25 სხვადასხვა, ოჯახური თუ სამსახურეობრივი კონტაქტი, ყველასთან ჩატარდა ეპიდკვლევა და დამატებით 5 ადამიანი იქნა მოთავსებული კლინიკაში, სადაც არის დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია. ძირითადად ეს არის ერთი კლასტერი, ხაზს ვუსვამ ეს არის ადამიანების ერთი ჯგუფი, რომლებიც ერთად იყვნენ სამოგზაუროდ იტალიაში. აჟამად მიმდინარეობს უკვე აი ამ 5 ადამიანთან დაკავშირებული კონტაქტების კვლევა და რა თქმა უნდა, კონტაქტები კიდევ გაფართოვდება. თითოეულ მათგანთან ახლა დაიწყება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, სადაც საჭირო იქნება, შესაბამისად ჩატარდება ლაბორატორიული გამოკვლევები. რა თქმა უნდა, ამ ყველა კონტაქტს უკვე მიცემული აქვს რეკომენდაციები, რომ გადაყვანილები იქნებიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში შესაბამისი მეთვალყურეობითა და მონიტორინგით და პროცესების განვითარების შესაბამისად დამატებით მოგახსენებთ“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Print