ახალი ამბები
ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. პაციენტს, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა.

,,ოპერაცია დასრულდა, პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - მიღებული დაზიანებების და ამ დაზიანებების სიმძიმის შესაბამისია. ერთ-ერთი ჭრილობა ფიქსირდება გულშიც, ოპერაციის მსვლელობისას, დაფიქსირდა გულის ტამპონადა, სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიური მდგომარეობა, იგივე გულის გაჩერება, თუმცა, მალევე მოხერხდა რიტმის აღდგენა“ - აცხადებენ ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში.

24 წლის ქალს სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქმარმა მიაყენა, რომელთანაც უკვე რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა. ბრალდებული დაკავებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Print