ახალი ამბები
"კორონავირუსი იწვევს უფრო მწვავე ავადობას, ვიდრე გრიპი" - ტედროს გებრეიესუსი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი, თუმცა მისი გავრცელება უფრო დაბალია.
„რომ შევაჯამოთ, COVID-19 უფრო ნაკლებად ეფექტურად ვრცელდება, ვიდრე გრიპი. ის იწვევს უფრო მწვავე ავადობას, ვიდრე გრიპი და ჯერ არ გვაქვს არც რაიმე ვაქცინა და არც თერაპია. მისი შეჩერება შესაძლებელია“-აცხადებს გაბრეიესუსი.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა 93 158, გამოჯანმრთელებულთა კი - 50 949.

ვირუსის გავრცელების ტემპმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 20 იანვრის შემდეგ.
Print