ახალი ამბები
საქართველოდან კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში 23 ნიმუში იყო შესული გამოსაკვლევად სხვადასხვა საავადმყოფოდან - ძირითადად ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, ასევე ქუთაისის და ბათუმის ერთი შემთხვევა და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად დამატებით შესულია 6 ნიმუში და კვლევა მიმდინარეობს“ - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.
Print