ახალი ამბები
კორონავირუსთან საბრძოლველად მთავრობამ 1 მილიონი ლარი გამოყო
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოუყო. აღნიშნული განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, 30 იანვრით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“ 28 იანვარს დამტკიცდა და დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა დააფინანსონ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ფინანსური რესურსი გამოუყოს ჯანდაცვის სამინისტროს.
Print