ახალი ამბები
ჩამოწერილი ავტობუსები თბილისიდან რეგიონებში გაიგზავნება
თბილისის მერია ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც დედაქალაქში სხვა ავტობუსებით ჩაანაცვლა, რეგიონებში აგზავნის. ავტობუსების გადაცემის მოთხოვნით მერიას 10-მა მუნიციპალიტეტმა მიმართა, ხოლო ორს უკვე გადაეცა ჯამში 9 ავტობუსი.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მერიაში ახადებენ, რომ პასუხი მათ მას შემდეგ ეცნობებათ, რაც თბილისში ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი სრულად დამთავრდება.



Print