ახალი ამბები
ახალციხეში საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს
ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს. შემთხვევა 28 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.მეზობლების თქმით, ხანშიშესული ქალი ორი დღე არ გამოჩნდა, რის შემდეგაც ძებნა დაუწყეს, კარი შეამტვრიეს და სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე ამ დრომდე რჩება სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მეზობლების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print