საზოგადოება
"ყველგან მოაწესრიგეს და ჩვენი უბანი დარჩა ასე" - რას ითხოვენ ტაძრისში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ტაძრისში, სკოლამდე მისასვლელი მოკლე გზის მოწესრიგებას და ამავე გზაზე გარე განათებების მონტაჟს ითხოვენ. მოკლე გზა, რომლითაც საკირის და ტაძრისის მოსახლეობის ნაწილი, მოსწავლეები და პედაგოგები სარგებლობენ დაჭაობებულია და გადაადგილებისას პრობლემები იქმნება. აქ მცხოვრები ოჯახები კი გარე განათების გარეშე არიან დარჩენილი. 10 ოჯახი ჩიხში განათების რამდენიმე ბოძის დამონტაჟებას ითხოვს.



Print