ახალი ამბები
"სიცრუის დეტექტორი რომ იყოს გაკეთებული, ალბათ, აფეთქდებოდა"- რომან გოცირიძე
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელში სიცრუის დეტექტორი რომ იყოს დაყენებული, აფეთქდებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განიცხადა, ეს არის სიცრუის დარბაზი.

„დღესაც ამ სიცრუითა და ტყუილებით აპირებენ ფონის გასვლას. აქ სიცრუის დექტექტორი რომ იყოს გაკეთებული, ალბათ აფეთქდებოდა. ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება ერთი წლის მუშაობის შესახებ და უნდოდა წარმოეჩინა ეს მუშაობა წარმატებულად. პარლამენტის ერთი წლის საქმიანობაში, როგორც სარკეში, აისახება "ქართული ოცნების" მთელი ხელისუფლების წარუმატებლობისა და დანაშაულის სიმბოლო. აქ გასულ წელს იყო შემოთრეული გავრილოვი და მოყვა ამ გავრილოვის ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება საპროტესტო აქციების ფონზე. ამ დარბაზში იქნა მიღებული ისეთი კანონები, რომელმაც სასამართლო სისტემა დაასამარა! აქ დაამტკიცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომელთა პირველი რეპრესიული შედეგი იწვნია ოპოზიციამ გიგი უგულავას დაკავების სახით. ამ დარბაზიდან გამოიყვანეს ნიკა მელია. ამ დარბაზში დაინგრა უმრავლესობა. ამ სიცრუის მოსმენის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დიდი სიცრუის დეტექტორიც კი ვერ გაუძლებდა და აქ ამ სიცრუის ფონზე აფეთქდებოდა" - განაცხადა რომან გოცირიძემ.
Print