ახალი ამბები
ზამთრის კურორტზე სახალხო დღესასწაულს "ბაკურიანობას" ზეიმობენ
„ბაკურიანობა 2020“, დღეს,საზეიმოდ გაიხსნა.
  • 12:00 საათზე სტარტი აიღო ტრამპლინიდან ხტომამ.
  • 14:00-17:00 საათამდე მიმდინარეობდა ჰოკეის მატჩი,რომელშიც თბილისისა და ბაკურიანის ჰოკეისტთა გუნდები მონაწილეობდნენ. მატჩი, ბაკურიანის გუნდის გამარჯვებით დასრულდა,ანგარიშით 5:1.
დღეს, ასევე დაგეგმილი იყო Free style jumping show (შეჯიბრი თხილამურებით და თოვლის დაფით),თუმცა ძლიერი ქარის გამო,სპორტული აქტივობა, ხვალ, გაიმართება.
რაც შეეხება 16 თებერვლის, ბაკურიანობის პროგრამას:
  • 11:00 საათზე დაიწყება - Off-road მაღალი გამავლობის ავტომობილების შეჯიბრი 5 კატეგორიაში - (წრიულის მიმდებარე ტერიტორია)
  • 12:00 საათიდან - 15:00 საათამდე პატარების განწყობის ასამაღლებლად გაიმართება სახალისო საბავშვო თამაშები - (,,ჯოილენდის“ მიმდებარე ტერიტორია)
  • 13:00 საათზე გაიმართება თხილამურებით სირბილი (ბიატლონი) - (ე.წ. ოცდახუთიანების მიმდებარე ტერიტორია)
  • 18:45 საათზე დაგეგმილია საპატიო ბაკურიანელის დაჯილდოების ცერემონია - (პარკის ტერიტორია)
შეგახსენებთ,რომ ბაკურიანის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად შეირჩა ორი პიროვნება, რომლებსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭებათ ,,საპატიო ბაკურიანელის“ წოდება. ისინი დაჯილდოვდებიან გალა კონცერტის დაწყებამდე, საპატიო სიგელებით, სამკერდე ორდენით და სამახსოვრო/სახელობითი საჩუქრით.
  • 19:00 საათზე დაგეგმილია გალა კონცერტი - (ბაკურიანის პარკი)













Print