ახალი ამბები
სოციალურმა მუშაკებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
სოციალური მუშაკები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებენ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში მათ უკონკურსოდ დასაქმებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

აქციას შეუერთდა ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელიც სოციალურ მუშაკებს თანადგომას უცხადებს.

“დღევანდელი ჩვენი აქცია არის სოლიდარული აქცია გაშვებული სოციალური მუშაკების მხარდასაჭერი და იმ უსამართლობის გამოხატვის, რაც ამ სოციალურ მუშაკებთან განხორციელდა. თითოეული მუშაკი არის წლების მანძილზე გამოცდილი სოციალური მუშაკი. ვფიქრობთ, რომ უსამართლოდ განხორციელებულია სამსახურიდან გაშვება. თითოეული მუშაკის უკან არის უამრავი ბენეფიციარი, მოვითხოვთ უკონკურსოდ დაბრუნებას, როგორც წესით უნდა გადასულიყვნენ მეორე სამსახურში”- განაცხადა ერთ-ერთმა სოცმუშაკმა თეა მაღრაძემ.
Print