ახალი ამბები
მარნეულში არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს
მარნეულში არასრულწლოვანი გოგონა მოიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 17 წლის გოგო მასწავლებელთან მოსამზადებელ კურსზე იყო წასული სამ თანაკლასელთან ერთად. მასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც მეგობრები გვიყვებიან, იგი რამდენიმე ბიჭმა ძალდატანებით ჩასვა მანქანაში. მოტაცებული გოგოს მეგობარი ამბობს, რომ ბიჭი იცნეს და მას გოგოსთან  კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ ბიჭი, ვინც გოგო მოიტაცა, სრულწლოვანია.

შემთხვევა ქალაქ მარნეულში სპორტულ ცენტრ "ატა ჰოლდინგის" მიმდებარედ მოხდა.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ოლგა ენდელაძე ყვება, ოფისში მუშაობის დროს გოგოების ყვირილი გაიგო, გარეთ გამოსვლისას კი აღმოაჩინა, რომ არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცეს.
Print