ახალი ამბები
სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა დაისჯება
სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს. შესაბამისი ცვლილებები „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ" კანონში იგეგმება. ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაინტერესდა თუ რა ვითარებაა ბორჯომის საბავშო ბაღებში.

ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანება "ჯანმრთელი მომავალი"-ს  დირექტორის ნინო ბენდელიანის განცხადებით კვებითი რაციონი გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა .მონიტორინგის ჯგუფი და სურსათის უვნებლობა რეგულარულად ამოწმებს ბაღებში შეტანილ საკვებს. დეტალები, ნახეთ  სიუჟეტში.


Print