ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, გასული წლის განმავლობაში უცხოელის საქართველოდან გაძევების 104 შემთხვევა დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 32 პირი, ვინც საქართველოდან გააძევეს, აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, 11-11 პირი - თურქეთისა და ირანის მოქალაქეები; 8 - ინდოეთის, 7 - ნიგერიის, 6 - ერაყის, 5 - ეგვიპტის, 4 - მაროკოს, 3 - სომხეთის; ხოლო 2-2 ანგოლისა და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

სხვა ქვეყნის მოქალაქეების გაძევების კი 1-1 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყნებია - ეთიოპია, კოტ-დიუარი, ბანგლადეში, კონგო, ნეპალი, პაკისტანი, ჰაიტი, კანადა, კენია, უზბეკეთი, უკრაინა, ბულგარეთი და გამბია.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 50 გაძევებული პირი 26-40 წლამდე იყო; 23 - 18 წლამდე; 16 გაძევებული პირი - 41-დან 65 წლამდე, ხოლო 15 - 18-დან -25-მდე ასაკის იყვნენ.
Print