ახალი ამბები
„ფეისბუქმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები შეაჩერა
„ფეისბუქმა“ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ექაუნთები შეაჩერა, რომელიც უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყალბი ნარატივების გავრცელებას ისახავდა მიზნად. „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები, ამ ქსელის მიღმა ცდილობდნენ საკუთარი იდენტობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ კავშირი ჰქონდათ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან“,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ფეისბუქის“ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი, ნათანიელ გლეიჩერი აცხადებს, რომ რუსული ოპერაცია ასზე მეტ ანრაგიშს იყენებდა „ფეიბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ რათა შეექნათ ყალბი პერსონები, რომლებიც ძირითადად თავს ჟურნალისტებად ასაღებდნენ.

„ისინი ცდილობდნენ სიტუაცია აემღვრიათ და პრორუსულ და ანტიდასავლურ განწყობას ნერგავდნენ“- აცხადებს გლეიჩერი.

აღნიშნულზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
Print