ახალი ამბები
ბაზარზე ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები გამოჩნდება
ხობში, ლოკონიკენების ფერმის შემდეგ, ნახევარფაბრიკატების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება.  ამჟამად, საწარმოს დაპროექტება მიმდინარეობს და მისი მშენებლობა მიმდინარე წელს იგეგმება. ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები ადგილობრივ სუპერმარკეტებში გაიყიდება.

რაც შეეხება პროდუქტის ექსპორტს, მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, „ნადი გრუპმა“ ოქტომბერში 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა იტალიაში უკვე გაიტანა. მომავალ წელს კი, საექსპორტო ქვეყნებს საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთიც დაემატება.

ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს, სამომავლოდ კი პროდუქტიულობის 100 ტონამდე გაზრდა იგეგმება.

როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება.

მისი თქმით, ამჟამად კომპანია ფერმაში 12 ადამიანს ასაქმებს, ქარხანაში კი დამატებით 25 ადამიანი დასაქმდება.

„ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 15 ფერმას ვაპროექტებთ. მათ შორის ხუთმა უკვე დაიწყო მშენებელობა და გაზაფხულზე ჩასვამენ ლოკოკინებს. ჩვენ ამ ფერმებთან კონსულტაციებს შემდგომშიც განვაგრძობთ და მათი პროდუქციის შემსყიდველებიც ვიქნებით“- ამბობს მერაბ ნადარაია.

მისივე ინფორმაცით, ლოკოკინების ფერმის საინვესტიციო ღირებულება 1,6 მლნ ლარია.
Print