ახალი ამბები
"კორონავირუსი დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“- ტედროს გებრეისუსი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსი „დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის“. ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ამის შესახებ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400- ზე მეტი მკვლევარი და ექსპერტი ესწრებოდა. „შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის“ - განაცხადა ადჰანომ გებრეისუსმა.

მისივე თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა.

„ახლა მთავარია სოლიდარობა, სოლიდარობა და სოლიდარობა... ამ ეპიდემიის დასამარცხებლად საჭიროა ინფორმაციის ღიად და სამართლიანად გაზიარება“-დასძინა გებრეისუსმა.
Print