Error
ახალი ამბები
სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინა
თეთნულდის სამაშველო სამსახურმა ზვავში მოყოლილი ტურისტები გადაარჩინა. მათი ინფორმაციით, ჩეხეთის მოქალაქეები თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში - გაუკვალავ თოვლში სრიალებდნენ. სრიალის დროს მოწყდა ზვავი. მთის კურორტების განვითარების კომპანიის თეთნულდის სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა მომხდარზე.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განმარტავენ, რომ სამაშველო ოპერაცია მხოლოდ 2 წუთი გაგრძელდა, ჩეხეთის ოთხივე მოქალაქე უვნებელი გამოიყვანეს ზვავიდან, მხოლოდ ერთ მათგანს აღენიშნება ხელის მოტეხილობა, პირველადი სამედიცინო დახმარება მას ადგილზე გაეწია, შემდგომ მოხდა მესტიის საავადმყოფოში მისი გადაყვანა.
Print