ახალი ამბები
“ნაციონალურ მოძრაობაში” ვრჩები - გრიგოლ ვაშაძე
არ წავსულვარ არსად, წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და “ნაციონალურ მოძრაობაში” ვრჩები - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვაშაძე პარტიიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სისულელეს უწოდებს.
“არ წავსულვარ არსად, წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები. ყველა სისულელეს რატომ უსმენთ? როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი ისე, რომ ვიღაცამ იცის”- განაცხადა ვაშაძემ.
Print