ახალი ამბები
"10 ლარი მხოლოდ ყველი ღირს,პენსია როგორ მეყოფა" - პენსიონერი ბორჯომიდან
79 წლის ნათელა გოგოლაძე 1-ლი ივლისიდან 30 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს,მანამდე კი მან გასულ თვეში უკვე 20 ლარით მომატებული პენსია აიღო.როგორც ბორჯომში მცხოვრები პენსიონერი ამბობს,საპენსიო თანხა იმდენად მიზერულია,რომ 20 ლარიანი დანამატი ლარის გაუფასურების ფონზე ცხოვრებას ვერ გაამარტივებს. ნათელა გოგოლაძის მსგავსად მძიმე სოციალურ ფონზე ჩივიან სხვა პენსიონერებიც,მათი უმრავლესობა 20-ლარიანი დანამატის დახარჯვას მედიკამენტებზე აპირებს,ნაწილი კი აცხადებს რომ წამლები ისე გაძვირდა არც ეს 20 ლარი იქნება საკმარისი მათ შესაძენად.პენსიონერების ნაწილს, თანხის დაზოგვა საკვებ პროდუქტებზე უწევს,ამბობენ რომ წამლების შეძენა მთავარი პრიორიტეტია.





Print