საზოგადოება
შესაძლოა, საქართველოში სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყდეს
საქართველოში სატელევიზიო მაუწყებლობა შესაძლოა, შეწყდეს. ამის შესახებ შპს "სტერეო პლუსის" დამფუძნებელმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა
მისი განმარტებით, კომპანიას საერთო ჯამში 3 500 000 ლარის ოდენობით ინკასო დაადეს, რის გამოც კომპანია არსებულ ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს
"ეს არის პირდაპირი საფრთხე, რადგან მე ინკასოს დადების შემდეგ ვეღარ ვიხდი უზარმაზარ დენის გადასახადს და ვეღარც საიჯარო ვალდებულებებს. შესაბამისად, ვიღაცებს ოფიციალური უფლება წარმოექმნებათ, რომ გამთიშონ. ანუ, საქართველოში ეროვნულ მაუწყებლობას საფრთხე დაამუქრა ერთმა გადაწყვეტილებამ, რომლის ბრძანების გამცემსაც მე ახლა ვეძებ. ეს ვალი გროვდებოდა არა კომპანიის მიერ, არამედ მონეტარული პოლიტიკის გამო. შესაბამისად ამ ბრძანების გამცემმა უნდა აღიაროს, რატომ მოხდა ამის გაკეთება საჭირო",-განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
როგორც ზილფიმიანი აცხადებს, ის ყველაფერს გააკეთებს რაიმე გზა გამონახოს, რათა საქართველოში მაუწყებლობა არ შეწყდეს.



Print