ახალი ამბები
წაღვერის სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში, დღეს ,ღონისძიებით აღინიშნა. საზეიმო თარიღი მიხეილ ჯავახიშვილის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა.მოსწავლეებმა მისი ბიოგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს.

შეგახსენებთ,რომ „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ 100-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღნიშნება.ყოველწლიურად ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონს აღწევს.



Print