ახალი ამბები
უჰანში საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით თვითმფრინავი გაფრინდა
თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავი, რომელმაც ჩინეთიდან თურქ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უნდა განახორციელოს, ანკარიდან უკვე გაემგზავრა.

თვითმფრინავს თან ახლავს სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ინფექციური დაავადებების მიმართულებით მუშაობენ.

როგორც გამოცემა „ანადოლუ“ იუწყება, გადმოყვანილი მოქალაქეები საკარანტინო პირობებში საფუძვლიან სამედიცინო კვლევას გაივლიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თურქეთის - 34, აზერბაიჯანის - 7 , საქართველოს - 7 და ალბანეთის - 1 მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს.
Print