ახალი ამბები
ბაკურიანში, სახანძრო-სამაშველო სამსახურს გაფართოება სურს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბაკურიანში ოფისის გაფართოვება სურს. დამატებითი ტერიტორიის მოთხოვნის მიზნით მიმართვა ადგილობრივ თვითმმართველობაში შევიდა. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. შედეგად, 424 კვ.მ ფართობი სააგენტოს გადაეცემა, სადაც მოხდება სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის განახლება და რეაბილიტაცია.
Print