ახალი ამბები
ბორჯომში ტურიზმის განვითარების გენერალურ გეგმაზე იმსჯელეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს.გეგმის სრულყოფისა და პრიორიტეტული საკითხების განხილვის მიზნით დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა,რომელსაც კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელაბი ესწრებოდნენ.შეხვედრის მონაწილეებმა, პროექტის კონსულტანტთან თენგიზ ლომიტაშვილთან ერთად, გენერალური გეგმის დეტალები და მუნიციპალიტეტის ტურისტული პრიორიტეტები განიხილეს.
ბორჯომის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა იქნება სამუშაო დოკუმენტი,სადაც განისაზღვრება ის პრიორიტეტები და მიმართულებები,რომლებიც ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება მხარდაჭერილია პროექტ „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ს მიერ, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროგრამა ENPARD ევროკავშირის (EU) დაფინანსებით. აღნიშნული პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ნაწილია და მისი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარების მხარდაჭერა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდა.




Print