ახალი ამბები
გაწმენდილი ცენტრი და მოყინული შიდა ქუჩები - ორი განსხვავებული რეალობა ბორჯომში
დიდთოვლობამ,ბორჯომის მუნიციპალიტეტში გადაადგილების პრობლემები შექმნა.ადგილობრივები ამბობენ,რომ ტექნიკური მარილი მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ გზაზე იყრება და შიდა ქუჩებზე ყინულისა და თოვლის გამო გადაადგილება შეუძლებელია. ტაქსის მძღოლები მოსახლეობის წუხილს ეხმიანებიან და ამბობენ,რომ ცენტრალურ გზაზე დაყრილი ტექნიკური მარილი არაფერს ცვლის,როდესაც შიდა ქუჩები გასაწმენდია.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია "მშენებელი 2012",რომელიც შიდა გზების გაწმენდაზეა პასუხისმგებელი აცხადებს,რომ გზებზე ხრეშს და ტექნიკურ მარილს ყრიან,თუმცა ძნელად მისადგომ ადგილებს ვერ ითვისებენ.

რაც შეეხება ბორჯომის მერიას, მათი განცხადებით გზების გაწმენდა ბორჯომში აქტიურად მიმდინარეობს და ამ კუთხით პრობლემა არ იქმნება.დეტალები ნახეთ,სიუჟეტში.
Print