ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქართველი მორაგბე ემსხვერპლა
საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 28 წლის ქართველი მორაგბე დაიღუპა. lelo.ge-ის ინფორმაციით, ბექა ბურდიაშვილი „გროლეს“ მოთამაშე იყო და "ლავორთან" მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა. მათივე ინფორმაციით, მისმა თანაგუნდელებმა აღნიშნულის შესახებ თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ.

მომხდარის გამო, თამაში არ შედგა.

ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა. განაცხადება გაავრცელა თავად კლუბმაც.
Print