ახალი ამბები
"მიმიფურთხებია რუსეთთან ყველანაირი კავშირისთვის"- ალექსანდრე ლუკაშენკო
"მიმიფურთხებია ყველანაირი კავშირისთვის და ყველაფრისთვის. მან ეს იცის. ჩვენ კიდევ ვკანკალებთ, გვეშინია, რომ საკუთარი ქვეყანა დავიცვათ. გვეყოფა გვერდზე ყურება და სულ თეთრად და ფუმფულად ყოფნა. ჩვენ ჩვენი ინტერესები, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი გვყავს და ისინი უნდა დავიცვათ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“ -განაცხადა ლუკაშენკომ. ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს, რუსეთი და ბელორუსი ვერ შეთანხმდნენ ნავთობით მომარაგების პირობებზე და მოსკოვმა მინსკს მომარაგება შეუწყვიტა. ბელორუსში აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნებზეც მოახდინოს ზეწოლა არ დაუშვან ქვეყნის ნავთობით მომარაგება.
Print