ახალი ამბები
ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში Facebook-ი შეფერხებით მუშაობს
Downdetector-ის მონაცემების თანახმად, ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში Facebook-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლები ჩივიან, რომ სოციალური ქსელი მათ ექაუნთებიდან აგდებს და თავიდან სთხოვს ავტორიზაციას. ზოგიერთი მათგანი ქსელში თავიდან შედის, თუმცა ზოგი ავტორიზაციის გავლას ვერ ახერხებს. ყველაზე მეტი ხარვეზი Facebook-ის მუშაობაში აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბელგიასა და ბრიტანეთში დაფიქსირდა.

Downdetector-ის მონაცემებით, მომხმარებლების 69% სიახლეების ხაზის ხარვეზზე აცხადებს. 15% ქსელი გაეთიშა, ხოლო 14% -ს ავტორიზაციის პრობლემა შეექმნა.

Facebook-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელია, რომელიც 2004 წლის თებერვალში ამერიკელმა სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა შექმნა.
Print