ახალი ამბები
ბორჯომში სახანძროს ოფისის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ბორჯომის სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობა კვლავ მშენებლობის პროცესშია. სამუშაოები აქ გასული წლის თებერვლიდან დაიწყო. განახლებული ოფისი თანამედროვე სტანდარტებით, კომპიუტერული სისტემებით და სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვება. განახლდება ავტოპარკიც. ამ ყველაფერზე სავარაუდოდ 900 000 ლარი დაიხარჯება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ვერ აკონკრეტებენ ვადებს, თუ როდის დასრულდება მშენებლობა და კომენტარის გაკეთებისგანაც თავს იკავებენ. შეგახსენებთ, მეხანძრე-მაშველები ამ ეტაპზე ვაშლოვანის დასახლებაში, სასამართლოს ყოფილ შენობაში არიან განთავსებული. განახლებული შენობის გახსნის შემდეგ, ისინი ისევ ძველ მისამართს დაუბრუნდებიან.
Print