ახალი ამბები
"გრინვეის" აქცია ბაკურიანში
დღეს, ბაკურიანში, ტექნიკური ინსპექტირების ქსელმა "გრინვეიმ" და ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ერთობლივი აქცია გამართეს.აქციის მიზანი, ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.აქციის ფარგლებში, ავტომანქანის შემოწმება, ყველა იმ პარამეტრზე რასაც ტექინსპექტირება გულისხმობს, ნებისმიერ მსურველს შეეძლო.აქცია, კამპანია “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში განხორციელდა. აქციით, დღეს, ბაკურიანში არაერთმა მძღოლმა ისარგებლა.მათი განცხადებით,ტექინსპექტირების გავლა ამ აქციის შემდეგ უფრო გაუმარტივდებათ.




Print